ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ ტყვეობიდან 4 მძევალი იხსნეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 4 მძევლის ცოცხლად გადარჩენა ღაზის სექტორის ცენტრში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად მოხერხდა. წინასწარი სამედიცინო შეფასებით, გადარჩენილი მძევლების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი შემდგომი გამოკვლევებისთვის თელ-ჰაშომერის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰამასმა“ 250 პირი მძევლად აიყვანა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქაალქეებიც იყვნენ. მათი ნაწილი ეტაპობრივად გაათავისუფლეს, ნაწილი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება.