პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ ახალ გაერთიანებებს არ გამორიცხავენ. როგორც ისინი ამბობენ, ორი პოლიტიკური ცენტრის გარდა ამომრჩევლებს სხვა ალტერნატივაც უნდა ჰქონდეთ. მმართველი პარტიის პოზიცია კი უცვლელია - ისინი დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიციის გაერთიანება კრახით დასრულდება.