ევროკავშირის ლიდერები დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმას გამოეხმაურნენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მეტე ფრედერიქსენზე კოპენჰაგენის ცენტრში თავდასხმას გმობენ. ლიდერები აცხადებენ, რომ პოლიტიკაში ზალადობის ადგილი არ არის.