ლევან ხაბეიშვილის მიერ თანამდებობის დატოვება პოლიტიკური განხილვის თემა გახდა -  რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე  საკადრო ცვლილებებზე - Palitra News

ლევან ხაბეიშვილის მიერ თანამდებობის დატოვება პოლიტიკური განხილვის თემა გახდა -  რას აცხადებენ პოლიტიკური მხარეები ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე  საკადრო ცვლილებებზე

2024-06-08 14:37:52+04:00

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თანამდებობას ტოვებს. უკვე ცნობილია ისიც, რომ აღნიშნულ პოსტს თინა ბოკუჩავა დაიკავებს. ხაბეიშვილის განცხადებით, მან პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში საკადრო ცვლილებებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი, ნიკა მელიაც გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, რუსული რეჟიმის დამარცხება რუსული მეთოდებით შეიძლებელი იქნება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებებს დღეს მმართველ პარტიაშიც გამოეხმაურნენ.