დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში თავს დაესხნენ. თავდასხმა ქალაქის ცენტრში, მოედანზე მოხდა. დანიის პრემიერთან მამაკაცი მივიდა და ფიზიკურად გაუსწორდა. თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც პრემიერის ოფისში აცხადებენ, მეტე ფრედერიქსენი მომხდარით "შოკირებულია". მეტე ფრედერიქსენზე თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა დანიის გარემოს დაცვის მინისტრმა, მაგნუს ჰეინიკემ. მისი თქმით, ისეთ უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში, როგორიც დანიაა, მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს.