უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაფინანსების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, კიევისა და პარიზის დელეგაციებმა უკრაინის აღდგენაზე მოლაპარაკებები გამართეს და გადაწყვიტეს, ახალი ინსტრუმენტები შეექმნათ აღნიშნული პროცესისთვის. მაკორნის განცხადებით, გაფორმდა ხელშეკრულება 200 მილიონი ევროს ოდენობის ფონდის თაობაზე, რომელიც განკუთვნილია იმ საწარმოებისთვის, რომლებიც განახორციელებენ ინვესტიციას უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. ამასთან, დამატებით 60 მილიონი ევრო დაეთმობა ენერგეტიკულ სექტორის აღდგენას.