პოლიტიკოსების მიერ სენატორ ჯო ვილსონთან გაგზავნილ წერილს ოპოზიციურ სპექტრში დადებითად აფასებენ. ოპოზიციური პარტიები, მეგობარი აქტის ინიციატორ ჯო ვილსონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, აქციის დარბევებსა და ძალის გადამეტების ფაქტზე კიდევ ერთხელ მიმართავენ. როგორც მმართვეწლი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, საპარლამენტო არჩევნების სამართლიან ფორმატში ჩატარებისთვის საჭიროა, საერთაშორისო საზოგადოების დიდი ჩართულობა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სენატორ ჯო ვილსონს მეგობარი აქტისთვის მადლობას უხდიან და ქართული ოცნების წევრების მიმართ მკაცრი რეფორმების გატარებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.