აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტის გამოცხადების ფაქტს პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ოფიციალური ვაშინგტონის მკაფიო გადაწყვეტილება ქართული ოცნების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა განაპირობა. მათივე შეფასებით საერთაშორისო ლიდერების განცხადებებიდან კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლა იმის მანიშვნებელია, რომ სანქცირებულთა სია გაფართოვდება, შტატების შემდეგ კი სახელისუფლებო გუნდს შეზღუდვები ევრროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან დაუწესდებათ.