სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საინფორმაციო და შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. რიყის პარკში, ქართული წარმოების სასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო; გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით, მოსწავლეებისთვის ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „სურსათის უვნებლობა - მითები და ფაქტები“.