ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, აშშ-ის კონგრესში, 24 ივლისს სიტყვით გამოვსვლისას „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის შესახებ სიმართლეს იტყვის. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონისა და სენატის უმცირესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის განცხადებით, ნეთანიაჰუ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ერთობლივ სესიაზე ისაუბრებს. როგორც ნეთანიაჰუ აცხადებს, ის მოხარულია, რომ კონგრესის ორივე პალატის წინაშე წარდგენის საშუალება მიეცა. ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ნეთანიაჰუ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აშშ-ში ვიზიტის დროს.