აშშ-ის კონგრესში განხილული „მეგობარი აქტის“ საკითხი ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. თითქმის მთლიანმა ოპოზიციურმა სპექტრმა სენატორ ჯო უილსონს ღია წერილი გუშინ უკვე გაუგზავნა, რომელშიც ოპოზიციურმა პარტიებმა ყურადღება ე.წ. „გამჭვირვალობის კანონზე“ და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს. მმართველი პარტიის ოპონენტები „მეგობარი აქტის“ მიღების საჭიროებაზე საუბრობენ, თუმცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განსხვავებულად ფიქრობენ. მათი თქმით, კონგრესში დაინიცირებული აქტი არა მეგობრული, არამედ მტრულია.