აშშ-ს კონგრესში განხილული მეგობარი აქტის საკითხი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. თითქმის მთლიანმა ოპოზიციურმა სპექტრმა სენატორ ჯო უილსონს ღია წერილი უკვე გაუგზავნა. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან სამადლობელ წერილში ოპოზიციურმა პარტიებმა ქართული ოცნების მიერ მიღებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს ყურადღება. მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის, ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია. განსხვავებულად ფიქრობს მმართველი გუნდი. მათი თქმით კონგრესში დაინიცირებული აქტი „MEGOBARI“ არა მეგობრული, არამედ მტრულია.