აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პირველი ტალღა,- სავიზო შეზღუდვები “ქართული ოცნების” წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს შეეხებათ. შეზღუდვები გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც. საუბარია დაახლოებით 30 ადამიანზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის, ამერიკის პოლიტიკა კი დამოკიდებული იქნება საქართველოს ქმედებებზე. მეთიუ მილერმა განმარტა, რომ აშშ-ის ქმედებები არა მხოლოდ სანქციებს ეხება, არამედ მზად არიან საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების სრული გადახედვისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს გამოხმაურება მოყვა მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხრიდან. ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკის ქმედებას მორიგ შეცდომად მიიჩნევენ, ოპონენტები კი პარტნიორ ქვეყანას მადლობას უხდიან ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის. კონკრეტულად რას მოიცავს სანქციების პირველი ტალღა და განცხადებები კეთდება მხარეების მხრიდან.