ოპოზიციური პარტიების წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა სენატორ ჯო უილსონს ღია წერილი გაუგზავნეს. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან სამადლობელ წერილში ოპოზიციური პარტიები ქართული ოცნების მიერ მიღებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობენ. როგორც მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის, ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სენატორ ჯო უილსონს მეგობარი აქტის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებისკენ მოუწოდებენ, რაც მნიშვნელოვან რეფორმებს გულისხმობს.