აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. შეზღუდვები გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც სწორედ საქართველოს საკითხით გაიხსნა. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს. მილერის თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ საქართვველოს ლიდერები ქმედებებს გადახედავენ.