აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საფრანგეთში იმყოფება. ნორმანდიაში, მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აგრესია და სიხარბე, ბატონობისა და კონტროლის სურვილი, საზღვრების ძალით შეცვლა - ეს მრავალწლიანია, ბრძოლა დიქტატურასა და თავისუფლებას შორის დაუსრულებელია. ბაიდენმა პირდაპირი პარალელები გაავლო ნაცისტურ გერმანიასა და იმ საფრთხეებს შორის, რომლის წინაშეც დღეს დასავლური დემოკრატიული ქვეყნები, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, დგანან.