საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი პოზიტიურად აფასებს საქართველოში მელიორაციის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს. უწყების ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული საირიგაციო წყლის მიწოდების წესები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ტარიფის მეთოდოლოგიას, რომელიც ტარიფში საოპერაციო ხარჯების ასახვას ითვალისწინებს.