მოსალოდნელი სანქციები და სავიზო შეზღუდვები- აშშ-ის სახლემწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ მორიგი განცხადება გაავრცელა - ის აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა პოტენციურ სანქციებს მოიაზრებს. ამასთან დაკავშირებით, უცვლელი პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში. მათი თქმით, აშშ-ის მხრიდან მუქარის ტონი მიუღებელია და, როგორც თავად ამტკიცებენ, ახლა მთავარია საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა. განსხვავებული მოსაზღება აქვთ ოპოზიციაში. ისინი უახლოეს მომავალში მმართველი პარტიის მიმართ კონკრეტულ სანქციებს ელოდებიან. კიდევ რას აცხადებენ აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური მხარეები.