ჩეხეთის რესპუბლიკაში სამგზავრო მატარებლის ავარიას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ და ერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. მომხდარის შედეგად რამდენიმე ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო, ისინი ახლა მკურნალობას საავამყოფოში აგრძელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელში, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღიდან სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში მიემგზავრებოდა, 200-300 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევა ქალაქ პარდუბიცესთან ახლოს, პრაღიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში მოხდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.