სუსმა ტერორიზმის ბრალდებით 2 პირი დააკავა. უწყების ცნობით, სპეცოპერაცია ქალაქ ბათუმში ორ ადგილზე ერთდროულად ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტები, ხელყუმბარები და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშები. დანაშაული 3-დან 6 წლამდე და 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.