„დარიალის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი მდინარის დინების მაჩვენებლის დონის აწევა გახდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,რომ დევდორაკში დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან სასიგნალო შეტყობინება 08:36 წუთზე შევიდა. უწყებაში აცხადებენ, რომ დარიალის გამშვები პუნქტიდან უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე. პრევენციის მიზნით საავტომობილო გზა გადაიკეტა სოფელ გველეთთან. მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის.