პადინგტონის სადგური 4:50 , ცნობილი ინგლისელი მწერლის , აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი დიდ ბრიტანეთში გამომცემლობა Collins Crime Club-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.წიგნის მთავარი გმირი ელსფეთ მაკგილიკატია , რომელიც პადინგტონის სადგურიდან მატარებლით სახლისკენ მიემართება. მგზავრობის დროს ქალბატონი მამაკაცის მიერ ახალგაზრდა ქალბატონის მკვლელობის მოწმე ხდება. ელსფეთი მომხდარის შესახებ მის უახლოეს მეგობარს მის მარპლს უყვება, რის შემდეგაც ისინი პოლიციას მიმართავენ. თუმცა დანაშაულის ადგილზე პოლიციას არც გვამი ხვდება და არც რაიმე ნიშანი დანაშაულისა , რის შემდეგაც პოლიცია გამოძიებას წყვეტს.
მიუხედავად ყველაფრისა მის მარპლს სჯერა მეგობრის და დარწმუნებულია , რომ დანაშაული ნამდვილად მოხდა და ცხედარი მატარებლიდან გადააგდეს რეზერფორდ ჰოლთან, უძველეს მამულთან რომელიც მდებარეობს რკინიგზის ლიანდაგებთან. მის მარპლი , ლუსი აილსბაროუს დახმარებით მამულში პოულობს გარდაცვლილი ქერა ქალბატონის გვამს ძველ საკუჭნაოში, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ერთვება. მის მარპლს და ინსპექტორ კრედოკს ისღა დარჩენიათ გაარკვიონ რა გახდა ახალგაზრდა ქალბატონის მკვლელობის მიზეზი და დაადგინონ ნამდვილი მკვლელის ვინაობა.მწერლის სრული სახელი და გვარი აგათა კლარისა მილერია , კრისტი რომლითაც მას საზოგადოება იცნობს მისი პირველი ქმრის , პოლკოვნილ არჩიბალდ კრისტის გვარია. აგათა 1890 წლის 15 სექტემბერს , ზვისპირა საკურორტო ქალაქ ტორკეიში , დევონში , ფრედერიკ და კლარისა მილერების ოჯახში დაიბადა. მწერალმა პირველი პიესა ჯერ კიდევ ბავშვობაში 7 წლის ასაკში დაწერა , რომელიც ეძღვნებოდა დების ბრძოლას მემკვიდრეობისთვის , რომელიც მისიევე ოჯახში დაიდგა.
მისი პირველი რომანი კი 1920 წელს სახელწოდებით , სტაილსის საიდუმლო ინციდენტი 2000 ტირაჟით გამოიცა , რისთვისაც დამწყებმა მწერალმა ჰონორარის სახით 25 ფუნტი მიიღო.
აგათა კრისტის ნაწარმოებები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერაა ნათარგმნი და გამოქვეყნებული. მის კალამს ეკუთვნის 60 ზე მეტი დეტექტიური და 6 ფსიქოლოგიური ჟანრის რომანი , ასევე 19 მოთხრობების წიგნი.
აგათა კრისტის წიგნები გამოქვეყნდა 4 მილიარდზე მეტ ეგზემპლარად და ითარგმნა მსოფლიოს 100 ზე მეტ ენაზე.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 20 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და იმ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.