რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მოსკოვმა, შესაძლოა, მსგავსი იარაღი მიაწოდოს სხვა ქვეყნებს დასავლეთის სამიზნეებზე დარტყმისთვის. მისი თქმით, ამ სიტუაციაში, რუსეთის პასუხი შეიძლება იყოს ასიმეტრიული. ვლადიმერ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტში უშუალო მონაწილეობაა.მისივე თქმით, კიევში მაღალი სიზუსტის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გაგზავნა არის გზა ძალიან სერიოზული პრობლემებისკენ. კრემლის ლიდერის მტკიცებით, ასეთი ქმედებები მთლიანად გაანადგურებს საერთაშორისო ურთიერთობებს და ძირს გამოუთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებას. პუტინის თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ქვეყნების წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ „რას ეთამაშებიან“, როდესაც საუბრობენ გეგმებზე, ნება დართონ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებს დაარტყას.