“დაღალე რეჟიმი" - ამ სლოგანით, ახალგაზრდებმა ე.წ "აგენტების კანონის" წინააღმდეგ აქცია მსვლელობა გამართეს. აქციის ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა "დაფიონია". ისინი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან და ქართული ოცნების ოფისთან მივიდნენ. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, აქციამ თავის მიზანს მიაღწია და მსგავსი პროტესტი პერმანენტული იქნება. შეკრებილების თქმით, პროტესტის ხშირად გამართვით მათი მიზანი - “დაღალე რეჟიმი” ეფექტურად მიიღწევა.