ე.წ გამჭვირვალობის კანონის ამოქმედების გამო, ევროკავშირი საპასუხო ზომებზე მსჯელობს. ამის შესახებ განცხადება მედიასთან საქართველოში ევროკავშირია ელჩმა გააკეთა. პაველ ჰერჩინსკის ამ განცხადებას, წინ უსწრებდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადება. ბორელმა გასულ თვეს თქვა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო, შესაფერისი პასუხების განხილვა უკვე დაწყებულია და გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ხელისუფლების ოპონენტები მოსალოდნელ საფრთხეზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით ქართული ოცნება ქვეყნის ისტორიულ მონაპოვარს, მიზანმიმართულად აზიანებს. მათივე შეფასებით, ხელისუფლება რუსეთის მეგობრად არჩევის გამო, პარტნიორ ქვეყნებს კარგავს.