უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გლობალური სამშვიდობო სამიტი მომავალ კვირას შვეიცარიაში გაიმართება. განცხადების თანახმადვე, ყველა ქვეყანამ, რომელიც მშვიდობის აღდგენისთვის იბრძვის, წარმატებისთვის ერთად უნდა იმუშაოს და ძალისხმევა სამიტისთვის ძირის გამოთხრისკენ არ მიმართოს. უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ჩინეთი მშვიდობისთვის ბრძოლის მზადყოფნასა და მსოფლიოს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემას აცხადებს. ცნობისთვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ თურქ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ჩინეთისა და ბრაზილიის „სამშვიდობო გეგმას“ მხარს 26 ქვეყანა უჭერს, უკრაინამ და რუსეთმა კი ცალ-ცალკე ამ გეგმის პრინციპების შინაარსის უმეტესი ნაწილი დაადასტურეს.