საქართველოში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ ევროკავშირში საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედება. პაველ ჰერჩინსკი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. როგორც მან განმარტა, ვიზალიბერალიზაციის 6 თვით შეჩერებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხმათა უმრავლესობაზე მეტი სჭირდება. ევროკავშირის ელჩის განცხადებას უკვე მოყვა გამოხმაურება ოპოზიციის მხრიდან. ხელისუფლების ოპონენტები მოსალონდელ შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას მმართველ ძალას აკისრებენ.