როგორ მიმდინარეობდა აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენა და რა გამოხმაურება მოყვა საკითხს საქართველოში - Palitra News

როგორ მიმდინარეობდა აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენა და რა გამოხმაურება მოყვა საკითხს საქართველოში

2024-06-05 15:13:56+04:00

აშშ-მა მეტი უნდა გააკეთოს, რათა ქართველი ხალხისთვის მიცემული დაპირებები შეასრულოს, -ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა განაცხადა. კონგრესმენის შეფასებით, „MEGOBARI Act“-ი სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს გადასცემს ვიზის აკრძალვებისა და ფინანსური სანქციების გამოცხადებისთვის მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. როგორ წარიმართა მოსმენა, რას აცხადებენ კონგრესმენები და რა გამოხმაურება მოყვა საკითხს საქართველოში.