საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ღაზაში ომი უნდა დამთავრდეს და მძევლები უნდა გათავისუფლდნენ. მაკრონმა, ჯო ბაიდენის ცეცხლის შეწყვეტის გეგმის მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა. საფრანგეთის ლიდერის განცხადებით, კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს“ პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისთვის და ღაზის სექტორის სამართავად რეფორმირებული, გაძლიერებული პალესტინის ხელისუფლების შექმნისთვის, პერსპექტივის გასახსნელად ცეცხლი უნდა შეწყდეს.