გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, სახელწოდებით „„აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რეზოლუცია ადასტურებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებიდან დევნილთა შინ დაბრუნების უფლებას და მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.