„ქართული ოცნება“ სანქციების მოლოდინში - ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ოფიციალურად ძალაში შესვლის გამო, საერთაშორისო პარტნიორები კვლავ სანქცირების საჭიროებაზე საუბრობენ. როგორც სტრატეგიული, ასევე დასავლელი პარტნიორების კრიტიკული გზავნილების ფონზე, ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ძალიან მალე მმართველი პარტიის ლიდერები და მათი ოჯახის წევრები დასანქცირდებიან. ოპოზიციონერთა განცხადებით, სანქციები რეალურია და მმართველი პარტიის ლიდერებს მოუწევთ პასუხი აგონ იმისთვის, რომ საგარეო კურსი რუსეთის მიმართულებით შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ივანიშვილის პარტიის გარკვეულმა პირებმა, უკვე მიიღეს შეტყობინება, რომ მათი არსებული ვიზები აღარ არის ვალიდური.