სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ „ქართულ ქარტიას“ 10-ზე მეტი ოპოზიციური პარტია უკვე შეუერთდა და დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერაც დატოვა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ შეთანხმება ფუნდამენტური რეფორმების გარშემო არის ის, რაც ქვეყანას შექმნილი ვითარებიდან გამოიყვანს. ამავდროულად, დოკუმენტთან დაკავშირებით ოპოზიციის მეორე ნაწილს გარკვეული სახის კითხვები აქვს - სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მმართველი პარტიაც კრიტიკულად აფასებს. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, ზურაბიშვილის ინიციატივა ისტორიაში ე.წ. „ომის ქარტიის“ სახელით დარჩება.