არასამთავრობო სექტორი ბოიკოტს აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ხელმოწერილი ე.წ გამჭვირვალობის კანონი უკვე ამოქმედდა, მესამე სექტორის წარმომადგენლები ე.წ აგენტების ბაზაში რეგისტრაციას არ აპირებენ. პალიტრანიუსთან საუბარში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ შეზღუდვების ფონზე, საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის მუშაობას, უფრო მეტი ძალისხმევით გააგრძელებენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ თუ მესამე სექტორი კანონს არ დაემორჩილება, ჯარიმა, შემდეგ კი ყადაღა იმოქმედებს...