დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს ე.წ. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, რომელიც ერთი ძირითადი კანონისა და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შედგება, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში: მათ შორის სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში და განათლების კანონმდებლობაში. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ საკანონმდებლო პაკეტით მოწესრიგდება 8 საკითხი, რომელიც ეხება ქორწინებას, შვილად აყვანას, სქესის შეცვლის პროცედურებს, ე.წ. ლგბტ პროპაგანდასა და სექსუალური უმცირესობების შეკრებას.