აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, საქართველოში ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ამერიკული მხარე ამასთან დაკავშირებით "არ იყოყმანებს". მილერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ი საპასუხო ქმედებებს მხოლოდ ახლა, მას შემდეგ განიხილავს, რაც საქართველოს პარლამენტმა ე.წ. გამჭვირვალობის კანონი დაამტკიცა. საკითხს ოპოზიციური პარტიები და „ქართლი ოცნებაც“ გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ძალიან მალე მმართველი პარტიის ლიდერები და მათი ოჯახის წევრები დასანქცირდებიან.