მხოლოდ ერთ თვეში მომხმარებლების პრეტენზიები ბანკების მიმართ 73%-ით გაიზარდა.კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს აპრილში ბანკების მიმართ 2 454 საჩივარი დაიწერა, 2022 წლის იგივე პერიოდში კი 1 420. ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აპრილში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და ინტერნეტბანკზე დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აპრილში 2 454 საჩივრიდან ბანკებმა 1 178 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 468 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 800 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 8-ის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი.