დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. აბაშის, სენაკისა და ზუგდიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიები და სოფლების გარე პერიმეტრები თერმული ნისლით მუშავდება. ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მართვის ცენტრმა თერმული ნისლით წამლობა იმ ტერიტორიებიდან დაიწყო, სადაც მონიტორინგის საფუძველზე მავნებლის მეტი კონცენტრაცია ფიქსირდება. ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინირებულად და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. სურსათის ეროვნული სააგენტო ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავებას დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში განახორციელებს.