2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდება. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, აღწერის პირველი ეტაპი თვითრეგისტრაციას გულისხმობს- მოქალაქეები თავად შეავსებენ აღწერის კითხვარს სპეციალურ ვებ-გვედზე. მეორე ეტაპზე კი 11 000 -მდე საველე პერსონალი სპეციალური კითხვარების მეშვეობით მოსახლეობას საქართველოს მასშტაბით კარდაკარ გამოკითხავს. აღწერას ექვემდებარება საქართველოს ყველა მოქალაქე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არ მქონე პირი. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია დემოგრაფიული მახასიათებლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, დასაქმების, განათლების, საარსებო წყაროებისა და სასოფლო-სამეურნეო აქტივობების შესახებ.