ანაკლისს ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის ჩართვა ოპოზიციის ვარაუდით საქართველოსთვის საფრთხისშემცველია. ამბობენ რომ ეს ევროპასთან და აშშ-სთან ქვეყნის ურთიერთობას კიდევ უფრო დააზიანებს. რაც შეეხება იმ ფაქტს რომ პროექტში ჩინურ-სინგაპურულ კომპანიას 49 % -ნი წილი აქვს, ოპოზიციის ვარაუდით ეს დროებითია. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან რომ საქართველოს ხელისუფლება ამ კომპანიას წილს დროთაგანმავლობაში გაუზრდის. ანაკლიის პორტის მშენებლობის თემას ეხმიანება პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ანაკლიაში ჩინელების ამ დოზით შემოყვანა, ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობებში დანის ჩარტყმაა.