პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ კანონი "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" ამოქმედდა. ეს ნიშნავს იმას რომ 60 დღის ვადაში სახელმწიფომ რეესტრის ასამოქმედებლად შესაბამისი ტექნიკური დეტალები უნდა მოაგვაროს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შალვა პაპუაშვილის ხელმოწერა ისტორიაში შავ ლაქად შევა, რომელმაც ქვეყანა ევროპულ ინტეგრაციას დააშორა. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ დასავლური სანქციების ამოქმედება ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ კიდევ უფრო რეალური გახდა.