ქვეყნის პრეზიდენტი და არასამავთავრობო სექტორი სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან. უკვე ცნობილია რომ უახლოეს პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოში მინიმუმ ერთი სარჩელი შევა, რომლითაც ავტორები ე.წ გამჭვირვალობის კანონის სადავო მუხლების შეჩერებას მოითხოვენ. შესაძლოა საკონსტიტუციო წარდგინების ავტორი სალომე ზურაბიშვილი და არასამთავრობო სექტორი ერთდროულად იყვნენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხი იქნება ტესტი, არიან თუ არა მოსამართლეები ხელისუფლების დამოუკიდებლები.