მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, კულტურისა და სპორტის მინისტრი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაესწრნენ. მათ სტადიონზე მყოფ სხვადასხვა ასაკის სპორტსმენებს სიტყვით მიმართეს. ახალი UEFA-ს კატეგორიის სტადიონის მშენებლობა ქალაქ მარნეულში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაასრულა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ახალი სტადიონის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.