თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ კი, წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ ბრალდებული სააკაშვილიც დაესწრო. ექს პრეზიდენტის პოლიტიკური განცხადებების ადრესატები ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციურმა პარტიებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთიანი სიის საკითხზე კოორდინაცია შეძლონ, რადგან მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტთა ერთობა საარჩევნო ასპარეზზე უალტერნატივო იქნება.