უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ძალაში ოფიციალურად დღეიდან შევიდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნულ კანონს ხელი უკვე მოაწერა. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ახსენა რადიკალური ოპოზიცია და მათ ინტერესებზე ისაუბრა. კანონის ძალაში შესვლის პარალელურად კი ოპოზიციაში აცხადებენ რომ აღნიშნული კანონის ამოქმედება ქართული ოცნების ღიად პრორუსულ კურსზე მიუთითებს.