თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს, კერძოდ კი, წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დაესწრო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა,ახლა მნიშვმელოვანია ოპოზიციურმა პარტიებმა შეძლონ კოორდინაცია ერთიანი სიის საკითხზე. მისი თქმით,ოპოზიციური სპექტრის მჭიდრო თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს.