ახალი სამთავრობო განკარგულებები და პრემიერის გზავნილები - მთავრობის სხდომიდან. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს ქვეყანის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და უცხოური გავლენის გამჭრვივალობის შესახებ კანონის ირგვლივ მიმდინარე პროცესები. იქონიებს თუ არა უარყოფით გავლენას აღნიშნული კანონი საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, ვის ეხება მთავრობის მიერ მიღებული ახალი განკარგულება კოვიდპანდემიის დროს დაგროვებული ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით და რა სამომავლო პერპექტივებს იძლევა ანაკლიის პრორტის პროექტი,- ყველა ჩამოთვლილ კითხვაზე პასუხები დღეს მთავრობის წევრებისგან გაჟღერდა