„სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, გასულ ღამეს ისრაელის მიერ ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთით განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. სირიის სახელმწიფო მედია სამხედრო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, რომლის სამიზნე სირიის ქალაქ ალეპოს მახლობლად მდებარე ობიექტები იყო, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. წყაროს განცხადებით, საჰაერო თავდასხმამ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა და გარკვეული მატერიალური ზიანი გამოიწვია.