ბათუმში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეთორმეტე ეტაპის გამარჯვებული სტარტაპების დაჯილდოება გაიმართა. თითოეულ გამარჯვებულს 150 000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 14 თებერვალს მეთორმეტედ გამოცხადდა. პროგრამის ფარგლებში ჯამურად 235 სტარტაპია დაფინანსებული. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.