საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა. პაპუაშვილის განცხადებით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გავლენა იქონიონ ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი უნდა დააკმაყოფილონ. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ახსენა რადიკალური ოპოზიცია და მათ ინტერესებზე ისაუბრა. როგორ ეხმაურებიან პაპუაშვილის ამ განცხადებას ხელისუფლების ოპონენტები და რა მოლოდინები აქვთ მოსალოდნელ სანქციბთან დაკავშირებით.