ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტზე, ჩინურ-სინგაპურული კომპანია გამარჯვებულად რამდენიმე დღეში გამოცხადდება. ქართული ოცნების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მიერ, ჩინური კომპანიის შერჩევა, კიდევ ერთი მაგალითია იმის, რომ “ქართული ოცნება” დასავლეთთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს და უპირატესობას კომუნისტურ ჩინეთს ანიჭებს. ამბობენ, რომ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტის ჩინურ კომპანიაზე მიბმა ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს. ოპოზიციას კითხვის ნიშნები აქვს, კომპანიის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებითაც. მათ მაგალითად ის ფაქტი მოჰყავთ, რომ ანაკლიის მშენებელი კომპანიის შვილობილი კომპანია, აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტს სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი. ის აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა 2020 წლის აგვისტოში სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხელოვნური კუნძულების მშენებლობის გამო დაასანქცირა. სანქციების შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში უარყოფენ